|
2020-10-15 12:29:40, 780 ნახვა
სამართალი
ადვოკატი - ბრალდების მხარემ ვერ გამოკვეთა, რომ გიორგი შაქარაშვილი მოკლულია
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულის ადვოკატი ბექა ნემსიწვერაძე აცხადებს, რომ ბრალდების მხარემ ვერ გამოკვეთა, რომ გიორგი შაქარაშვილი მოკლულია. მისი თქმით, გამოძიებამ საქმესთან დაკავშირებით არსებულ კითხვებზე პასუხი ვერ გასცა და ამ პასუხებს ახლა სასამართლოს სთხოვს. „ეს არ არის გამართული სისხლის სამართლის საქმე. ეს არის კითხვის ნიშნები, რომელიც მოუტანეს სასამართლოს და რომელზეც თავად გამოძიებამ და ბრალდების მხარემ ვერ გასცა პასუხი. ახლა სასამართლოს სთხოვენ, რომ გასცეს პასუხი იმ კითხვებზე, რაზეც თავად ვერ უპასუხეს. მათ ვერ გამოკვეთეს არამხოლოდ რომელიმე პირის ბრალეულობა, არამედ საერთოდ ვერ დაადგინეს, მოხდა თუ არა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობა. ერთადერთი რაც საქმეში დადგენილია არის ის, რომ შაქარაშვილი გარდაცვლილია“, - განაცხადა ნემსიწვერაძემ. შეგახსენებთ, რომ დღეს გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ხუთი პირის პროცესი გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)