|
2020-10-15 10:38:47, 600 ნახვა
სამართალი
პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულისთვის ორი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული ლ.ბ. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადების ბრალდებით, ხოლო 1999 წელს დაბადებული, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მ.გ. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო გასაღების მცდელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, პოლიციამ დაკავებულის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო სარეალიზაციოდ გამზადებული დიდი ოდენობით ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ლ.ბ.-მ ნაქირავებ ბინაში დაამზადა და სარეალიზაციოდ დააფასოვა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება ე.წ. „ბიო“, რომელიც 2020 წლის 11 ოქტომბერს, გასაღების მიზნით, კონკრეტულ ლოკაციაზე განათავსა, რა დროსაც ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა იგი ბრალდებულის სახით, ადგილზე დააკავეს. პოლიციამ დაკავებულის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო სარეალიზაციოდ გამზადებული დიდი ოდენობით ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები. ლ.ბ.-ს მიმართ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებას გულისხმობს. მეორე ბრალდებული - მ.გ. წინასწარი შეთანხმებით, ონლაინ აპლიკაციის მეშვეობით, ერთ-ერთ ზემოაღნიშნულ ლოკაციაზე მივიდა და დაიწყო ლ.ბ.-ის მიერ განთავსებული ნარკოტიკული საშუალების ძებნა, რა დროსაც იგი სამართალდამცველებმა შეაჩერეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ნივთმტკიცებად ამოღებულია თბილისში, სხვადასხვა ლოკაციაზე მ.გ.-ის მიერ გასაღების მიზნით განთავსებული, 7 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ე.წ. "ბიო". მ.გ.-ს ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-260-ე მუხლის მე-5 ნაწილის "დ" და "ე" ქვეპუნქტებით, რაც გულისხმობს ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების არაერთგზის უკანონო გასაღების მცდელობას იმ პიროვნების მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს მსგავსი დანაშაული. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)