|
2020-10-14 12:19:47, 440 ნახვა
კომენტარი
მიტროპოლიტი ვახტანგი კარტოგრაფებზე - ქვეყანას ემსახურებოდნენ და არ შეიძლება ასე გავწიროთ
ცურტაველი მიტროპოლიტის, მეუფე ვახტანგის განცხადებით, დავით-გარეჯის საქმეზე დაკავებული პირები ქვეყანას ემსახურებოდნენ და არ შეიძლება გაუაზრებელი მითითებებით გავწიროთ. მიტროპოლიტი საქმეში პოლიტიკურ მოტივს არ გამორიცხავს. „კარგად უნდა გამოიძიონ ნათელი გონების ადამიამებმა, რადგან ის ხალხი სიმართლე რომ ვთქვათ, ქვეყანას ემსახურებოდნენ და არ შეიძლება ასე გავწიროთ ვიღაცეების გაუაზრებელი მითითებებით. არ ვიცი რას აკეთებენ. არ ვიცი, ვინც ეს ხალხი მიიყვანა იმ ზომამდე და ვინც განცხადებას აკეთებს, რომ დამნაშავე არიან და ჯერ არ არის გარკვეული, არ არის გადაწყვეტილი ეგ საქმე და რატომ ღელავს ორივე მხარე არ ვიცი. შეიძლება იყოს კიდევაც პოლიტიკური კონტექსტი, ამას ჯერ ვერ ვიტყვით. გამოძიებას თუ უნდა სიმართლე დაადგინოს, ესეც მოკლე დროში გაირკვევა. ის ხალხი თავის საქმიანობაში სიმართლეს ემსახურებოდნენ, მე ასე მწამს. შეიძლება ვცდები, მაგრამ ამას დრო დაამტკიცებს. არჩევნები ყველაფერს გაარკვევს და გადაწყვიტავს. კმარა ასეთი ცხოვრება, ნაბიჯები უნდა გადაიდგას ერის საკეთილდღეოდ. პოლიტიკაში ყველა შესაცვლელია, ახალი სახე უნდა მოვიდეს ქვეყანაზე ეროვნული ღირსებით, რომელიც რაღაცას გააკეთებს ამ ქვეყანაზე“, - განაცხადა მიტროპოლიტმა ვახტანგმა. შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ დავით-გარეჯის საქმეზე კომისიის ყოფილი წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავა. გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)