18:08 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-19 09:44:26, 636 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს თანამშრომელმა ბიატლისა და ტრიატლის მსოფლიო ჩემპიონატში ვერცხლის მედალი მოიპოვა

18-20 სექტემბერს ბათუმში მსოფლიო ჩემპიონატი ბიატლსა და ტრიატლში ტარდება.

საქართველოს ნაკრები ჩემპიონატში 67 სპორტსმენით მონაწილეობს. ნაკრების ერთ-ერთმა წევრმა, შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის თანამშრომელმა გიორგი ბერძენიშვილმა ჩემპიონატის პირველივე დღეს ტრიატლის მიქს ესტაფეტაში მეორე ადგილი დაიკავა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.

მსოფლიო ჩემპიონატი ბიატლსა და ტრიატლში საქართველოში პირველად, თანამედროვე ხუთჭიდის საერთაშორისო კავშირის, საქართველოს თანამედროვე ხუთჭიდის და ტრიატლონის ეროვნულ ფედერაციის ორგანიზებით იმართება.

სამი დღის განმავლობაში ბათუმს მთელი მსოფლიოს მასშტაბით 7-დან 70-წლამდე ასაკის 400 მონაწილეზე მეტი ეწვევა. მონაწილეები სპორტის ორ სახეობაში ბიატლსა და ტრიატლში იასპარეზებენ. ბიატლი მოიცავს ცურვას და სირბილს, ხოლო ინოვაციური სპორტი - ტრიატლი სამი დისციპლინისაგან შედგება: სირბილი, ცურვა და ლაზერული პისტოლეტიდან სროლა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირაკლი კობახიძე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა
ორ თვეში საქართველოს სანაპიროზე დაახლოებით 40 დელფინი გამოირიყა
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics