|
2020-10-13 17:21:27, 541 ნახვა
სამართალი
ვახტანგ ჩიქოვანის განცხადებით, გური ამირხანაშვილს გიორგი შაქარაშვილის მოძებნა არაერთხელ შესთავაზეს, თუმცა უარი მიიღეს
შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულმა ვახტანგ ჩიქოვანმა დღეს დახურულ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ საქმის ე.წ ოქროს მოწმეს, გური ამირხანაშვილს გიორგი შაქარაშვილის მოძებნა „ტოიოტა ქამრის“ მგზავრებმა არაერთხელ შესთავაზეს, თუმცა უარი მიიღეს. მისი ადვოკატი აცხადებს, რომ ჩიქოვანმა სხდომაზე აღნიშნა, რომ გიორგი შაქარაშვილი რომ მოეძებნათ დღეს ცოცხალი იქნებოდა. „ჩიქოვანის განმარტებით ამირხანაშვილს არ ჰქონდა ფული. ჰკითხეს თუ სად უნდა დაეტოვებინათ ის და განმარტა რომ აქ დავრჩებიო, გადმოვიდა მანქანიდან და წავიდა. ჩიქოვანმა დასანანად თქვა, რომ მას რომ მოეცა საშუალება იმისა, რომ შაქარაშვილი მოეძებნათ დღეს იგი ცოცხალი იქნებოდა“, - განაცხადა ადვოკატმა. შეგახსენებთ, რომ დღეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმის განხილვა გაგრძელდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)