21:03 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-10 21:02:21, 954 ნახვა

სამართალი
პოლიციის განცხადებით, „გლოვოს“ კურიერს მოპედი არასრულწლოვნებმა მოპარეს

შსს-ს თბილისის პოლიციის განცხადებით, „გლოვოს“ კურიერს მოპედი არასრულწლოვნებმა მოპარეს.

ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა მოპარული მოპედი და დამნაშავე იპოვეს.

ამის შესახებ „ექსპრესნიუს“ შსს-მ განუცხადა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მოქალაქე შ.გ.-მ, რომელიც კომპანია "გლოვოს" თანამშრომელია, მიმდინარე წლის 5 ოქტომბერს, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ველობილიკზე რამდენიმე წუთით დატოვა თავისი მოპედი, თვითონ ჰიპერმარკეტ "აგროჰაბში" შევიდა შეკვეთის ასაღებად, უკან დაბრუნებულს კი მოპედი ადგილზე აღარ დახვდა. შ.გ.-მ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს პირველ სამმართველოს მიმართა და კუთვნილი მოპედის ქურდობის ფაქტი დააფიქსირა.

პოლიციამ ნაქურდალი მოპედი ისანი-სამგორის რაიონში იპოვა“ , - ვკითხულობთ შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჩადენილ ქურდობას გულისხმობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics