08:48 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-08 17:59:34, 865 ნახვა

რეგიონი
კასპში კოსტავას ქუჩის ე.წ რუკების გზის რეაბილიტაცია მოასფალტების სამუშაოები დაიწყო

ქალაქ კასპში დაიწყო მ. კოსტავას ქუჩის ე.წ რუკების გზის რეაბილიტაცია მოასფალტების სამუშაოები.

ამჟამდ მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები. ქუჩაზე აიწევა საკომუნიკაციო ჭები, მოეწყობა შეზოში შესასვლელები,  საფეხმავლოები  და  850 გრძივ მეტრზე დაიგება ასფალტ ბრტონის საფარი.

გზის სამუშაოებ,ს კასპის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „დინ გრუპი“ ახორციელებს და მასზე 336 001 ლარი დაიხარჯება.

მ. კოსტავას ქუჩის აღნიშნული მონაკვეთი ათეული წლებია  ამორტიზირებულია, გადაადგილებისთვის დისკომფორტის და საფთხის შემცველი. პროექტი გარდამავალია და ორ ეტაპად განხორციელდება. პირველი ეტაპი მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულდება, მეორე ეტაპი კი 2021 წლის მარტში. გზის სამუშაოების ხარისხის შემოწმებას უზრუნველყოფს მერიის მიერ დაქირავებული  ინსპექტირების ორგანო, რომლის საგარანტიო ვადა 2 წელია.

#გაიგერაკეთდებაშენსქალაქში

#საგზაოინფრასტრუქტურა2020





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics