|
2020-10-08 12:51:02, 766 ნახვა
სამართალი
შაქარაშვილის საქმის პროკურორი - „ქამრის“ მგზავრებს ჰქონდათ საკმარისი დრო, რათა გიორგი შაქარაშვილი მოეკლათ
შაქარაშვილის საქმის პროკურორის, დავით ყაზარაშვილის განცხადებით, „ტოიოტა ქამრის“ მგზავრებს ჰქონდათ საკმარისი დრო, რათა გიორგი შაქარაშვილი მოეკლათ. პროკურორის თქმით, დღეს ბრალდების მხარე სასამართლოში გამოიკვლევს მოწმეთა ჩვენებებს, რომლითაც დასტურდება, რომ გიორგი შაქარაშვილი მოკლული იყო. „ბრალდების მხარემ სასამართლოში წარადგინა და გამოიკვლევს მოწმეთა ჩვენებებს, რომლითაც დასტურდება ის ფაქტი რომ გიორგი შაქარაშვილი მოკლული იყო. ასევე გამოვიკვლევთ ვიდეო ჩანაწერებს, რომლითაც კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ ქამრის ბრალდებული მგზავრები მისდევდნენ გიორგი შაქარაშვილს და მასთან ერთად მყოფ პირებს. ქამრის მგზავრებს ჰქონდათ საკმარისი დრო რათა განეხორციელებინათ მისი მკვლელობა“, - განაცხადა შეგახსნებთ, რომ მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე დაკავებული 5 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)