|
2020-10-07 15:01:55, 687 ნახვა
სამართალი
პროკურორი დავით-გარეჯის საქმეზე - არ არის გამორიცხული ყოფილი, თუ მოქმედი თანამდებობების პირთა პასუხისმგებლობაც გამოიკვეთოს
არ არის გამორიცხული, რომ დავით გარეჯის საკითხზე მიმდინარე გამოძიების საქმეში ყოფილი, თუ მოქმედი თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობაც გამოიკვეთოს, - ამის შესახებ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა, ჯარჯი წიკლაურმა განაცხადა. მისივე თქმით, საქმეზე გამოძიება გრძელდება და მიმდინარეობს მუშაობა ყველა შესაძლო ვერსიის გადამოწმების კუთხით. „რაც შეეხება ყოფილი თუ მოქმედი თანამდებობების პირებს, არ არის გამორიცხული გამოიკვეთოს სხვა პირთა პასუხისმგებლობაც და ბუნებრივია ამის წინასწარ პროგნოზირება ვერ მოხდება, ამას გვიჩვენებს გამოძიების შემდგომი პროცესი. გამოძიება მუშაობს ყველა შესაძლო ვერსიაზე. გამოძიება არის რთული პროცესი, გამოძიება მუშაობს რამდენიმე ვერსიაზე. წინასწარ რთულია პროგნოზირება. ამ კითხვაზე სხვა პასუხს ვერ გაგცემთ, შეგიძლიათ მიიღოთ ის, რაც გიპასუხეთ. წინასწარ რთულია პროგნოზირება ვისი პასუხისმგებლობა შეიძლება გამოიკვეთოს. რასაც სამართლებრივი მოცემულობა აჩვენებს, რა მტკიცებულებებიც გამოიკვეთება, მხოლოდ მასზე დაყრდნობით მიიღებს საქართველოს პროკურატურა გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)