|
2020-10-06 16:09:32, 1021 ნახვა
სამართალი
საია - მარიანა ჩოლოიანის ადვოკატს საზოგადოება შეცდომაში შეყავს
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ მარიანა ჩოლოიანის ადვოკატს საზოგადოება შეცდომაში შეყავს. ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ჩატარებულია ორი ექსპერტიზა. ერთი მათგანის თანახმად, გარდაცვალების დღეს ლუკა სირაძის ტანსაცმელსა და სისხლში ნარკოტიკული საშუალება არ აღმოჩნდა. მეორე დასკვნა საავადმყოფოში ყოფნის პერიოდში დაიდო,რა დროსაც ლუკა სირაძის სისხლში აღმოჩნდა მხოლოდ ნარკოტიკული საშუალება მორფინი და ფსიქოტროპული ნივთიერებები დიაზეპამი და ნორდაზეპამი, რომლებიც მას სამედიცინო დანიშნულებით გაუკეთდა კლინიკაში მიყვანის შემდგომ. „გვინდა საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ მარიანა ჩოლოიანის ადვოკატის, გაგი მოსიაშვილის მიერ გავრცელებული ფაქტები არ ეყრდნობა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილია ექსპერტიზის ორი დასკვნა. დასკვნების თანახმად, გარდაცვალების დღეს ლუკას ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე არსებულ სისხლში, ასევე შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ასფალტის ზედაპირიდან ამოღებულ სისხლში არ აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები. მეორე ექსპერტიზის ფარგლებში ლუკას სისხლის ნიმუშის აღება მოხდა მისი სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნისას. დასკვნაში აღნიშნულია, რომ სისხლში აღმოჩნდა მხოლოდ ნარკოტიკული საშუალება მორფინი და ფსიქოტროპული ნივთიერებები დიაზეპამი და ნორდაზეპამი, რომლებიც მას სამედიცინო დანიშნულებით გაუკეთდა კლინიკაში მიყვანის შემდგომ. სასამართლო სხდომაზე აღნიშნული პრეპარატების სამედიცინო დანიშნულებით გამოყენებასთან დაკავშირებით ჩვენება სასამართლოს სპეციალური ცოდნის მქონე პირმაც მისცა. ექსპერტიზის დასკვნით ასევე უარყოფითია პასუხი ალკოჰოლურ თრობასთან დაკავშირებით“, - ვკითხულობთ განცხადებაში. ცნობისთვის, დღეს მარიანა ჩოლოანის ადვოკატმა განაცხადა, რომ ლუკა სირაძის სისხლში დაცვის მხარის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება აღმოჩნდა. მანვე აღნიშნა, რომ ლუკა სირაძემ შესაძლოა თავი კი არ მოიკლა, არამედ გადავარდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)