|
2020-10-06 12:35:23, 451 ნახვა
კომენტარი
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ - კახეთის 8 მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებულ შესყიდვებიდან ჩნდება ეჭვი, რომ საქმე გვაქვს კორუფციასთან
კახეთის 8 მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებულ შესყიდვებიდან ჩნდება ეჭვი, რომ საქმე გვაქვს კორუფციასთან, - ამის შესახებ ვკითხულობთ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ანგარიშში. „ხშირია შემთხვევა, როდესაც მუნიციპალიტეტების მიერ გამოცხადებულ ტენდერებში ისეთი კომპანიები იმარჯვებენ, რომლებსაც მსგავს პროექტებზე მუშაობის გამოცდილება არ გააჩნიათ; ხშირია ახალდაფუძნებული და გამოუცდელი კომპანიების მიერ მოგებული უკონკურენტო ტენდერებისა და გამარტივებული შესყიდვების შემთხვევები, რომელთა ღირებულება მრავალჯერ აღემატება კანონით დადგენილ 5000-ლარიან ზღვარს, რომლის მიღმაც, რეკომენდებულია, შემსყიდველმა გამოაცხადოს ელექტრონული ტენდერი; ზოგ შემთხვევაში კი იკვეთება მოქმედ ან ყოფილ თანამდებობის პირებთან კავშირი და კორუფციული გარიგებების ნიშნები. კვლევაში მოცემული ტენდერებისა და გამარტივებული შესყიდვების აბსოლუტური უმრავლესობა უკავშირდება ინფრასტრუქტურულ პროექტებს: სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებს; გზების მოასფალტებას; წყლის სისტემებისა და სანიაღვრე არხების მოწყობას; გარე-განათებებს.დოკუმენტში აღნიშნული მომსახურებების ძირითადი შემსყიდველები არიან: მუნიციპალიტეტების მერიები; საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი; მუნიციპალური განვითარების ფონდი. კვლევამ გამოკვეთა "მბრუნავი კარის" პრობლემის აქტუალობა კახეთის მუნიციპალიტეტებში: არაერთი ყოფილი თანამდებობის პირი თანამდებობის დატოვებიდან მალევე აფუძნებს კომპანიას და იწყებს ტენდერებისა და გამარტივებული შესყიდვების მიღებას იმავე მუნიციპალიტეტში, სადაც თანამდებობას იკავებდა“, - ვკითხულობთ კვლევაში.
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
ირაკლი კობახიძე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა
ორ თვეში საქართველოს სანაპიროზე დაახლოებით 40 დელფინი გამოირიყა
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)