07:37 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-18 12:56:59, 1235 ნახვა

მსოფლიო
უნგრეთი ხორვატიასთან საზღვარზე მიგრანტებისგან დასაცავად ერთ დღეში კედელს ააშენებს

უნგრეთი ხორვატიასთან საზღვარზე მიგრანტებისგან დასაცავად ერთ დღეში კედელს ააშენებს.

ამის შესახებ უნგრეთის პრემიერმა ვიკტორ ორბანმა განაცხადა.

ორბანის თქმით, კედელს, რომლის სიგრძე 41 კილომეტრი იქნება, უნგრეთის ჯარი აღმართავს.

პრემიერის განცხადებით, კედელის აშენება აუცილებელი ზომაა, რადგან ბუდაპეშტს მიგრანტების კრიზისთან გამკლავებაში არც სერბეთის, არც ხორვატიის და არც დასავლეთ ევროპის ქვეყნების დახმარების იმედი არ აქვს.

უნგრეთის ჯარი კედელს დღის ბოლომდე დაასრულებს, ხოლო შემდეგ მისი გამაგრება იგეგმება.

თავის მხრივ, გერმანია იმ ქვეყნებს, რომლებმაც ევროპულ ღირებულებებს არ იზიარებენ, ფინანსურ დახმარებას არ გაუწევს.

„ევროპული საზოგადოება ჰუმანისტურ პრინციპებს ეყრდნობა. მაშინ, როდესაც ჩვენ მიგრანტებისთვის სკოლებსა და სახლებს ვაშენებთ, სხვა ქვეყნებს მავთულხლართებს ავლებენ და გაჭირვებულთათვის კარებს ხურავენ. ისინი, ვინც ჩვენ ფასეულობებს არ იზიარებენ, ჩვენ ფულს არ მიიღებენ“, – განაცხადა გერმანიის ვიცე–კანცლერმა ზიგმარ გაბრიელმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია რეჟიმს - შეწყდეს რეპრესიები, სოლიდარობა დამოუკიდებელ მედიას
დიუშენით დაავადებული ბავშვების დასახმარებელ მარათონში კომპანიები ჩაერთნენ
რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა
რუსეთში იპოთეკური სესხები 50%-ზე მეტით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics