|
2015-09-18 11:42:30, 701 ნახვა
სამართალი
საქალაქო სასამართლოს ეზოში პოლიციაა მობილიზებული
თბილისის საქალაქო სასამართლოში, 12:00 საათზე „რიყისა“ და „თბილსერვისის“ საქმეზე დასკვნითი პროცესი უნდა გაიმართოს. სასამართლოს ეზოში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და გიგი უგულავას მხარდამჭერები იკრიბებიან. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. ჯერჯერობით უცნობია, დღევანდელ სასამართლო პროცესზე იტყვის თუ არა გიგი უგულავა დასკვნით სიტყვას. იმ შემთხვევაში, თუ დაცვის მხარე დასკვნითი სიტყვის დარჩენილ ნაწილს იტყვის, გამორიცხული არ არის, მოსამართლემ გადაწყვეტილება დღესვე მიიღოს. ადვოკატ ბექა ბასილაიას განცხადებით, გიგი უგულავას წინააღმდეგ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია, რაც მმართველი გუნდის განცხადებებმა დაადასტურა. ადვოკატის მტკიცებით, სასამართლოს გადაწყვეტილება მმართველ პოლიტიკურ გუნდთან შეთანხმებულია. „საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, საუბრობს, რომ უგულავას მიუსჯიან. ერთ–ერთი კომიტეტის თავჯდომარე თამაზ მეჭიაური საუბრობს, რომ უგულავა მხოლოდ რამდენიმე საათი იქნება თავისუფალი. ეს საქმე რომ თავიდან ბოლომდე პოლიტიკურად მოტივირებულია და სასამართლო გადაწყვეტილება მმართველ პოლიტიკურ გუნდთან არის შეთანხმებული, ეს აშკარად იკვეთება ამ ადამიანების ღია განცხადებებით. ამის კიდევ დასტური მივიღეთ დღეს, როცა პროკურორმა გიგი უგულავას სხვა საქმის გადადება მოითხოვა იმ მოტივით, რომ როგორმე გაიმართოს „თბილსერვისის“ პროცესი. ანუ აქ ისინი დაბეჯითებით დარწმუნებულები არიან, რომ სასამართლოსთან შეთანხმების გზით მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომელიც გიგი უგულავას პოლიტიკურ პატიმრობას განაახლებს. დღევანდელ პორცესზე დასკვნითი სიტყვის ეტაპზე ვართ მისული. გაიმართება პროცესი და ყველა პროცედურას ადგილზე ვნახავთ“, – განაცხადა ბექა ბასილაიამ. ბრალდების მხარე კი იმედოვნებს, რომ დაცვის მხარე დღევანდელ სასამართლო პროცესზე მომზადებული იქნება და დასკვით სიტყვას იტყვის. პროკურორ გიგა ძნელაძის განცხადებით, დაცვის მხარის მიერ დასკვნითი სიტყვის დარჩენილი ნაწილის თქმის შემდეგ, სასამართლო შემაჯამებელი გადაწყვეტილების მისაღებად გავა. ამიტომ, პროკურორის თქმით, სავსებით შესაძლებელია, დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოსამართლე სათათბიროდ გავიდეს. „სასამართლო დაცვის მხრიდან დასკვნით სიტყვას 4 თვეა ელოდება. გუშინ კიდევ ერთხელ მიეცა შესაძლებლობა გიგი უგულავას. როგორც ბრალდებულმა განაცხადა, ემოციური ფონის გამო ვერ იტყვის. აქედან გამომდინარე, ბრალდების მხარის მოლოდინია, რომ დაცვის მხარე დღეს მომზადებული გამოცხადდება და დასკვნითი სიტყვის დარჩენილ ნაწილს იტყვის. აღნიშნულის შემდეგ, სასამართლო გავა შემაჯამებელი გადაწყვეტილების მისაღებად. სავსებით შესაძლებელია, დღევანდელ პროცესზე მოსამართლე გავიდეს სათათბიროდ. თუ რამდენ ხანში გამოაცხადებს მოსამართლე გადაწყვეტილებას, ეს ცალსახად მოსამართლის პრეროგატივაა“, – განაცხადა გიგა ძნელაძემ.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
ზელენსკი: უკრაინის ყოფნა ევროკავშირში სრულფასოვანი უნდა იყოს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)