|
2020-10-05 17:18:03, 517 ნახვა
სამართალი
თბილისის მერიასთან გამართულ აქციაზე დაკავებული პირები გაათავისუფლეს
თბილისის მერიასთან გამართულ აქციაზე დაკავებული პირები გაათავისუფლეს. გათავისუფლებულთა შორის არის „სტრატეგია აღმაშენებლის" გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე. მანჯგალაძის თქმით, დაკავება იყო უკანონო. „თავიდანვე დაკავება იყო უკანონო. მე ვარ „სტრატეგია აღმაშენებლის“ მესამე ნომერი და საარჩევნო კოდექსის მიხედვით ვსარგებლობთ იმუნიტეტით. ამიტომ ის რაც სამართალდამცავებმა გააკეთეს იყო არაკანონიერი“, - განაცხადა მაჯგალაძე. ცნობისთვის, თბილისის მერიასთან ხმაური იყო. აქციაზე "სტრატეგია აღმაშენებლის" აქტივისტები და დეპუტატობის კანდიდატი, პაატა მანჯგალაძე დააკავეს. აქციის მონაწილეები „სტრატეგია აღმაშენებლისთვის“ გამოწერილ ჯარიმებს აპროტესტებდნენ და მერიაში შესაბამისი განცხადების შეტანა სურდათ, თუმცა ამის უფლება აქტივისტებს სამართალდამცავებმა არ მისცეს. მოგვიანებით მერიან განცხადება გააკეთა, სადაც ნათქვამი იყო, რომ მერიასთან ჯარიმების გასაპროტესტებლად მისული „სტრატეგია აღმაშენებელი“ ისევ დაჯარიმდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)