08:48 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-29 10:45:47, 722 ნახვა

რეგიონი
სახელმწიფო რწმუნებულმა, ბესიკ ამირანაშვილმა, COVID-19-თან დაკავშირებით საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფთან შეხვედრა გამართა

სახელმწიფო რწმუნებულმა, ბესიკ ამირანაშვილმა, რეგიონში, COVID-19-თან დაკავშირებით საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფთან შეხვედრა გამართა, რომელსაც რეგიონში ყველა ძალოვანი უწყების წარმომადგენელი, მუნიციპალიტეტის მერები, დაავადებათა კონტროლის რეგიონალური სამსახურის წარმომადგენელი და ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე მოხდა რეგიონში არსებული ეპიდ-ვითარების გაცნობა. გაიცა რეკომენდაციები ბაზრებსა და სავაჭრო ობიექტებში, აგრეთვე საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების დროს დადგენილი წესების დაცვის მონიტორინგის გამკაცრების შესახებ.

გაიცა დავალება, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მეტად გააქტიურდნენ მერის წარმომადგენლები და სოფლის ექიმებთან ერთად განახორციელონ მოკვლევა ინფიცირებულთა საეჭვო კონტაქტებისა და აჭარაში მოგზაურობის ისტორიის მქონე პირების. სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია მოუწოდებს რეგიონის მოსახლეობას, მკაცრად დაიცვან რეკომენდაციები, მოერიდონ თავშეყრის ადგილებს და თავი შეიკაონ მაღალი საფრთხის მქონე რეგიონებში მოგზაურობისაგან.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics