23:21 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-25 10:17:43, 708 ნახვა

მსოფლიო
„ფეისბუქმა“ რუსეთთან დაკავშირებული ყალბი გვერდები და ანგარიშები წაშალა, რომელთა სამიზნეს საქართველოც წარმოადგენდა

კომპანია „ფეისბუქმა“ სოციალური ქსელიდან რუსეთთან დაკავშირებული ყალბი ანგარიშები და გვერდები წაშალა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ფეისბუქი“ ავრცელებს.

კომპანიის ცნობით,  მათ ყალბი ანგარიშების სამი ქსელი წაშალეს, რომელთა სამიზნეს მსოფლიოს მრავალი ქვეყანა, მათ შორის საქართველო წარმოადგენდა.

მათივე განცხადებით, უცხოური ან სახელმწიფო ჩარევის წინააღმდეგ სოციალური ქსელის პოლიტიკის დარღვევისთვის წაშლილია 214 პირადი ანგარიში, 35 გვერდი და 18 ჯგუფი, ასევე სოციალურ ქსელ „ინსტაგრამის“ 34 ანგარიში.

საერთო ჯამში ფეისბუქმა 300-მდე ექაუნთი დაბლოკა, რომლებიც ამ საქმიანობით იყვნენ დაკავებულები.

აღნიშნული ყალბი ანგარიშები, ჯგუფები და გვერდები რუსეთში იყვნენ წარმოშობილი და სირიასა და უკრაინაზე ყალბ ინფორმაციას ავრცელებდნენ. ასევე მათი მეშვეობით ვრცელდებოდა დეზინფორმაცია საქართველოზე, თურქეთზე, სომხეთზე და სხვა ქვეყნებზე. გარდა ამისა, აღნიშნული საქმიანობის მცირე ნაწილი მიმართული იყო დიდი ბრიტანეთისა და აშშ-სკენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
ევროკავშირმა სანქციები დააწესა ოთხი ორგანიზაციისა და სამი ისრაელელი „ექსტრემისტი მკვიდრის“ წინააღმდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics