21:59 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-24 12:16:00, 532 ნახვა

სამართალი
შაქარაშვილის საქმის პროკურორი - გვაქვს მოლოდინი, რომ იაკობ ბრეგვაძე ბრალდებულების მამხილებელ ჩვენებას მისცემს

გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორის განცხადებით, ბრალდების მხარეს აქვს მოლოდინი, რომ იაკობ ბრეგვაძე ბრალდებულების მამხილებელ ჩვენებას მისცემს.

ნანა გუგუტიშვილი აღნიშნავს, რომ ბრეგვაძესთან გამოძიების პროცესში ამოცნობის პროცესი არ ჩატარებულა.

 „ბრალდების მხარეს აქვს მოლოდინი, რომ იაკობ ბრეგვაძის ჩვენება იქნება მამხილებელი ბრალდებულებთან მიმართებაში. დღეს კანონთან კონფლიქტში მყოფი 6 პირის პროცესი იმართება, შესაბამისად, ჩვენი მოლოდინი არის ის, რომ ექვსივე პირთან მიმართებაში იაკობ ბრეგვაძის ჩვენება იქნება მამხილებელი“, - განაცხადა პროკურორმა.

ცნობისთვის, მცხეთის რაიონულ სასამართლოში ამ წუთებში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 6 არასრულწლოვნის საქმის განხილვა მიმდინარეობს. სასამართლო პროცესზე დღეს საქმის „ოქროს მოწმე“, ფოტოგრაგი იაკობ ბრეგვაძე გამოიკითხება.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics