23:21 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-23 14:15:23, 869 ნახვა

მსოფლიო
ალექსანდრ ლუკაშენკო ბელარუსის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგა

ალექსანდრ ლუკაშენკო ბელარუსის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას შეუდგა, - ამის შესახებ სპუტნიკ ბელარუსი წერს.

როგორც გამოცემა იუწყება, ფიცის დადების ცერემონია დამოუკიდებლობის სასახლეში გაიმართა და მას ასობით ადამიანი დაესწრო, მათ შორის საზოგადო მოღვაწეები და პოლიტიკოსებიც.

ინაუგურაციის დროს ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ბელარუსმა არა უბრალოდ პრეზიდენტი აირჩია, არამედ მშვიდობიანი ცხოვრება და სუვერენიტეტი. 

შეგახსენებთ, ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები 9 აგვისტოს ჩატარდა და ამ დღიდან მოყოლებული, ქვეყანაში არ წყდება საპროტესტო აქციები, რადგან საზოგადოების ნაწილი არ ცნობს ალექსანდრ ლუკაშენკოს პრეზიდენტობას და მის გადადგომას ითხოვს.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
ევროკავშირმა სანქციები დააწესა ოთხი ორგანიზაციისა და სამი ისრაელელი „ექსტრემისტი მკვიდრის“ წინააღმდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics