|
2020-09-19 12:23:56, 586 ნახვა
სამართალი
ადვოკატის განცხადებით, რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტისთვის წარდგენილი ბრალი უსაფუძვლოა
რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტის, მერაბ ბესელიას ადვოკატის, პაატა მეხრიშვილის განცხადებით, რაგბის მხარე ბრალდებულისთვის წინასწარი პატიმრობის გამოყენებას ითხოვს, რაც სრულიად უსაფუძვლოა. მისივე თქმით, დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების დროს ფაქტობრივ და ფრომალურ საფუძვლებზე პრეტენზიას გამოთქვამს. „რაგბის მხარე ითხოვს ყველაზე უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებას, რაც ბუნებრივია, სრულიად დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა. დავიწყოთ იმით, რომ მერაბ ბესელია თვითონ გამოცხადდა პოლიციის დაწესებულებაში ნებაყოფლობით, მისცა სრულყოფილი და ამომწურავი ჩვენება და დაეხმარა გამოძიებას საქმეზე ჭეშმარიტების დადგენაში. აღკვეთის ღონისძიების დროსაც გამოვთქვამთ პრეტენზიას როგორც ფაქტობრივ, ასევე ფორმალურ საფუძვლებზეც. ფაქტობრივში იგულისხმება სწორედ ის ბრალი, რომელიც მას გუშინ წარედგინა და რომელიც სრულიად უსაფუძვლოა. ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ 117-ე მუხლი, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ჩაიდინა მან და ამას აკეთებს იმაზე დაყრდნობით, რომ თითქოს დაზარალებულს შეეზღუდა პროფესიული მოვალეობის შესრულების შესაძლებლობა, რაც არის სრული აბსურდი“, - განაცხადა პაატა მეხრიშვილმა. შეგახსნებთ, რომ რაგბის კავშირში დაპირისპირება 3 დღის წინ მოხდა. მორაგბე რამაზ ხარაზიშვილის დაჭრის ფაქტზე დაკავებულია რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი. მერაბ ბესელია სამართალდამცველებმა მცხეთაში აიყვანეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)