21:59 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-18 15:24:31, 630 ნახვა

კომენტარი
კაპანაძე თურნავას - რეალურად თქვენ მოკალით ეკონომიკა

„მარტო ჩაფლავებული მთავრობა კი არ ხართ, მთავრობა ხართ, რომელიც პრობლემის ნაწილად იქეცით“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ განაცხადა.

სერგი კაპანაძის თქმით, ხელისუფლებას ერთადერთ იმედად კორონავირუსი დარჩა. კაპანაძემ აღნიშნა, რომ ნათია თურნავა ჩაფლავებული მთავრობის ჩაფლავებული მინისტრია.

კაპანაძემ მიმართა თურნავას და აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ მოკლა ეკონომიკა.

„400 მილიონი დოლარი ჩაასხით წლის დასაწყისიდან, რომ ლარი შეგენარჩუნებინათ, ოღონდ მაინც გაგექცათ. ესაა თქვენი კრიზის მენეჯმენტი. ახლა ერთადერთი რისი იმედით გაქვთ, არის კორონავირუსი. ამის ზურგსუკან ხართ ამოფარებული და იმედი გაქვთ, რომ არჩევნების დღემდე გადააგოროთ და ეს ჩაფლავებული რეაქცია ყველაფერზე, არ აგიფეთქდეთ. აქაც ძალიან მარტივად ჩანს ხვრელები ამ საცერში. თქვენ მოკალით რეალურად ეკონომიკა, 20 ადამიანი რომ იყო დაავადებული მაშინ დრაკონული ზომები შემოიღეთ. არჩევნები მოდის და იმის მერე რა მოხდება არ გაინტერესებთ. როდესაც დაინფიცირების ზრდა დიდი არ იყო, ბუზს ესროლეთ ქვემეხი და ახლა სტატისტიკის უკან იმალებით. ალბათ ამიტომაა, აქ რომ მოდიხართ საუბრობთ 2007 და 2008 წელს ცუდი რა იყო, ოღონდ დღეს რა არის, ის გავიწყდებათ. მარტო ჩაფლავებული მთავრობა კი არ ხართ, მთავრობა ხართ, რომელიც პრობლემის ნაწილად იქეცით. იტყუებით, რომ გავრბოდით ომის დროს, არ გრცხვენიათ მაინც?“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
ლელო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგატებთან შეხვედრის შესახებ: „ჩვენი პოზიციები ძირითადად ემთხვევა“
პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც აფართოებს რუსეთსა და ცხინვალს შორის ინტეგრაციას
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics