|
2015-09-15 16:47:53, 628 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს რკინიგზის მხარდაჭერით, კონფერენცია - „არგუს კასპიის - შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფანი 2015“ ჩატარდება
16-17 სექტემბერს, ბათუმში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და საქართველოს რკინიგზის მხარდაჭერით, კონფერენცია „არგუს კასპიის - შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფანი 2015“ ჩატარდება. ღონისძიების პრტნიორები არიან საქართველოს უმსხვილესი სატრანსპორტო-ლოგისტიკური კომპანიები, Georgia Transit, Petrocas Energy Group, Batumi Sea Port, Batumi Oil Terminal, Caspian Transit и GR Trans Line. ფორუმის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებს ნავთობისა და სატრანსპორტო-ლოჯისტიკური მსხვილი კომპანიების წარმომადგენლები, მათ შორის, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების 120-ზე მეტი დელეგატი და აგრეთვე საწვავის მომხმარებლები საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, ბულგარეთიდან, ყაზახეთიდან, უკრაინიდან, თურქეთიდან, რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. კონფერენციაზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები: • სატრანსპორტო დერეფნის განვითარება ეკონომიკური ტურბულენტობის პირობებში; • სატრანზიტო რეგიონალური ვალუტის დევალვაციისა და ბიზნეს-აქტიურობის დაქვეითება; • რეგიონში ჩამოსასხმელი ნავთობპროდუქტების მოზიდვა სატრანზიტო მარშრუტების გადანაწილების ფონზე. კომპანიების წარმომადგენლები მონაწილეებს გააცნობენ ახალ ინიციატივებს და პროექტებს, რომლებიც უკავშირდება სატრანზიტო დერეფნის მნიშვნელოვნების შენარჩუნების საკითხს. აღნიშნული საკითხი წარმოადგენს კასპიის-შავიზღვისპირეთის რეგიონში მნიშვნელოვანი ეკონომიკური ურთიერთქმედების ფაქტორს. მაგალითად, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ახალი ტერმინალები საქართველოში, აზერბაიჯანსა და ყაზახეთში. კონფერენციაზე მოხსენებით გამოვლენ საქართველოსა და აზერბაიჯანის რკინიგზის წარმოამდგენლები, ასევე საქართველოსა და უკრაინის საზღვაო ადმინისტრაციების წევრები, სატრანსპორტო და სატვირთო კონპმანიების დელეგატები. ფორუმის მეორე დღეს კონფერენციის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ ეწვიონ „კაზტრანსოილის“ კომპანიის ბათუმის ნავთობჩამოსასხმელ ტერმინალს, ასევე კომპანიის Petrocas Energy Group-ის ფოთის ნავთობჩამოსასხმელ ტერმინალს, სადაც ნავთობისა და ნავთობპროდუქტების უმეტესი ნაწილი იტვირთება. კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება ინსპექტირების სფეროში ერთ ერთი უმსხვილესი კომპანიის ლაპორატორიის და ექსპერტიზის SGS მიღწევები, რომლებიც მაქსიმალურად უზრუნველყოფენ ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ხარისხის კონტროლს.
(R)
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)