|
2020-09-12 19:03:49, 2147 ნახვა
კომენტარი
მეუფე იაკობი მედიაზე - მოსათხოვი აქვთ პასუხი და მოეთხოვებათ კიდევაც
„მოსათხოვი აქვთ პასუხი და მოეთხოვებათ კიდევაც“ , - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ მართმადიდებელი ერი ვართ და ამიტომ მოწყალებას იჩენენ კრიტიკული მედიის მიმართ. „რამდენი ხანია, ეკლესიაზე მიდის შეტევა. ისევ პრესით, ტელევიზიებით. მე ამას ჟურნალისტებს არ ვაბრალებ. წინა ქადაგებაშიც ვთქვი, ტელევიზიის მეპატრონეები რა შეკვეთასაც მისცემენ, ჟურნალისტი იმას გააკეთებს. რომელ თავისუფალ ტელევიზიაზე, პრესაზე ან ჟურნალისტზეა ლაპარაკი. რაღაცას შეუკვეთავენ, დაუწერენ... თქვენც უნდა რაღაცნაირად წინ აღუდგეთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ... უცხოეთში კარგად ხედავთ, რომ რაღაც იყო, შარლი ებდოს ამნავი გახსოვთ და შეუვარდნენ და რა სასტიკად გაუსწორდნენ. ჩვენ ხომ მასე არა ვართ? მართლმადიდებელი ქრისტიანები და რადგან მასეთები არა ვართ და მოწყალებას ვიჩენთ ამ ჩვენი მაგინებლების მიმართ... რომელ კრიტიკაზე დამიწყეს ლაპარაკი? კრიტიკა კი არა, ეკლესიის მტრები არიან ჩვეულებრივი, კარგად იცოდნენ, რა. მტრები არიან და ეს უნდა უთხრან. მე წინაზეც მოვუწოდე ჩვენს მეუფეებს, რომ ამოიღონ ხმა. მათ გადახედონ, რომელი ტელევიზიებიც გვიტევენ ხელმძღვანელები ვინ არიან და იმ ხელმძღვანელებმაც იცოდნენ - ყელში ამოგვივა და პასუხს მოვთხოვთ მაგათ. იმიტომ, რომ მოსათხოვი აქვთ პასუხი და მოეთხოვებათ კიდევაც. თუ არ უნდათ, რომ ლაჩრულად და სამარცხვინოდ დაამთავრონ თავიანი საქმეები, ჯობია მიხედონ თავიანთ საქმეებს“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)