15:48 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-08 11:25:47, 14423 ნახვა

ომი უკრაინაში
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენეტებიდან 17-ის მდგომარეობა მძიმე, 3-ის კი კრიტიკულია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული 381 პაციენტიდან 17-ის მდგომარეობა მძიმე, 3-ის კი კრიტიკულია.

„კოვიდცენრებში 381 დადასტურებული შემთხვევა მკურნალობს. მათგან 17 მძიმეთა პაციენტების სიაშია, ხოლო სამი კრიტიკულად მძიმეა“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მისივე ინფორმაციით, ინფექციურში მოთავსებული პაციენტებიდან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია, ორი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, დანარჩენი ინფიცირებულების მდგომარეობა კი, საშუალო სიმსუბუქისაა.

„ჩვენთან გუშინ იყო 18 დადასტურებული შემთხვევა, არც გაწერილა ვინმე და არც გამოჯანმრთელებულა. ახალი კოვიდინფიცირებულებიდან ჩვენს კლინიკას ერთი დაემატა და ამ ეტაპზე კლინიკაში 19 ინფიცირებული მკურნალობს. ამ 19 პაციენტიდან ერთის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია და ორი არის მძიმე. დანარჩენი ინფიცირებულების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა“, – აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
სამთავრობო იმედის სახემ ნანუკა ხაზარაძემ ტელევიზია დატოვა
ცოტნე ივანიშვილი - არსებობს ყალბი სტერეოტიპი, თითქოს ახალგაზრდების უმეტესობა ქართული ოცნების მიმართ რადიკალურად ცუდად არის განწყობილი
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 27-28 მაისამდე ქუჩების ნაწილზე მოძრაობა შეიზღუდება
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics