|
2020-09-02 15:59:43, 2821 ნახვა
სამართალი
„ჯორჯიან მანგანეზის“ განცხადებით, თანხების გაფლანგვისა და უკანონო ქმედებების ფაქტზე კომპანიის თანამშრომლები ამხილეს
„ჯორჯიან მანგანეზის“ განცხადებით, თანხების გაფლანგვისა და უკანონო ქმედებების ფაქტზე კომპანიის თანამშრომლები ამხილეს. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას კომპანია სოციალურ ქსელში ავრცელებს. „ბოლო პერიოდში, შპს „ჯორჯიან მანგანეზის" აქტიური თანამშრომლობით, სამართალდამცავი ორგანოების მიერ გამოვლენილი იქნა, კომპანიის ადმინისტრაციული და სხვადასხვა საწარმოო რგოლის ხელმძღვანელი და მათ დაქვემდებარებაში მყოფი პირები, რომლებიც მნიშვნელოვან მატერიალურ და ფინანსურ ზიანს აყენებდნენ შპს „ჯორჯიან მანგანეზს“, კერძოდ, მათ მიერ ხდებოდა კომპანიის კუთვნილი დიდი ოდენობით მატერიალური ფასეულობების მითვისება და ასევე, კომპანიის კუთვნილი ფულადი სახსრების არამიზნობრივი გაფლანგვა. მიმდინარე წლის ივლისში, სამართალდამცავი ორგანოების მიერ, გამოვლენილი იქნა და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ შპს „ჯორჯიან მანგანეზის" ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის კომერციული სამსახურის კოორდინატორი, ბუღალტერ-მესაწყობე, ამწეს მემანქანე, მძღოლი, გამამდიდრებელი ფაბრიკა 29-ის უფროსი და მათთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი მოქალაქე, რომლებმაც სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებულად მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს შპს „ჯორჯიან მანგანეზის" კუთვნილი, ორგანიზაციის საწარმოების გამართულად ფუნქციონირებისათვის აუცილებელი დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის მატერიალური ფასეულობები, რამაც კომპანია მნიშვნელოვნად დააზარალა. ასევე, შპს „ჯორჯიან მანგანეზის" კუთვნილი, დაზარალებული მოსახლეობისათვის გამოყოფილი საკომპენსაციო დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის ფაქტზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული იქნა შპს „ჯორჯიან მანგანეზის" ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის მოსახლეობასა და ადგილობრივ თვითმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, რომელიც იმავდროულად იკავებდა შპს „ჯორჯიან მანგანეზის" მოსახლეობაზე მიყენებული ზარალების განმსაზღვრელი კომისიის თავმჯდომარის პოზიციას. კერძოდ, მისი მითითებით, სრულიად უსაფუძვლოდ ზარალის განმსაზღვრელი კომისიის მიერ შედგენილი იქნა ზარალის ანაზღაურების აქტი და გაიცა დიდი ოდენობით ფულადი კომპენსაცია ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ რგანში მდებარე ისეთ საცხოვრებელ სახლზე და მიწის ნაკვეთზე, რომელზეც უკვე გაცემული იყო ზარალის ანაზღაურების თანხა”, - ვკითხულობთ განცხადებაში.
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
ევროკავშირმა სანქციები დააწესა ოთხი ორგანიზაციისა და სამი ისრაელელი „ექსტრემისტი მკვიდრის“ წინააღმდეგ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)