07:09 - 23 May, 2026
|
2015-09-12 12:25:10, 1244 ნახვა
მსოფლიო
მექაში ამწეს ჩამოვარდნის შედეგად 107 ადამიანი დაიღუპა
საუდის არაბეთის ქალაქ მექაში ამწეს ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 107-ს მიაღწია, 238 კი, დაშავდა. ამის შესახებ საუდის არაბეთის სამოქალაქო თავდაცვა იუწყება. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილთა და დაშავებულთა უმეტესობა უცხოელი მომლოცველები არიან. წინასწარი მონაცემებით, მომხდარის მიზეზი ძლიერი ქარი გახდა. ამწე ალ ჰარამის მეჩეთის თავზე ჩამოვარდა და ასობით მომლოცველი მოიყოლია. ალ ჰარამი მსოფლიოს უდიდსი მეჩეთია, რომლის შიდა ეზოში ისლამის მთავარი სიწმინდე ქააბა იმყოფება. ჰაჯის დროს მეჩეთში მილიონზე მეტი მომლოცველი იკრიბება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)