|
2020-09-01 15:15:47, 3213 ნახვა
სამართალი
პროკურორი - ჩანთაზე გიორგი შაქარაშვილისა და იმ პიროვნების დნმ პროფილი ამოვიდა, რომელსაც ის ეკუთვნოდა
გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორის, დავით ყაზარაშვილის განცხადებით, ჩანთაზე არსებული ბიოლოგიური მასალა შედარდა როგორც მკვლელობაში ბრალდებულების, ასევე თავდასხმაში ბრალდებული პირების დნმ-ს. მისი თქმით, ჩანთაზე გიორგი შაქარაშვილისა და იმ პიროვნების დნმ პროფილი ამოვიდა, რომელსაც ჩანთა ეკუთვნოდა. „ამ ჩანთაზე არსებული ბიოლოგიური მასალა შედარდა როგორც მკვლელობაში ბრალდებულებს, ასევე თავდასხმაში ბრალდებულებს და ასევე, იმ პირებს, რომლებმაც დაზარალებულები წაიყვანეს შემთხვევის ადგილიდან. ეს არის ე.წ. საბურთალოს მხარე. თუმცა, მათი დნმ პროფილები არ ამოვიდა ჩანთაზე. ჩანთაზე ამოვიდა უშუალოდ გიორგი შაქარაშვილის დნმ პროფილი და იმ პიროვნების დნმ პროფილი, რომელსაც ეკუთვნოდა ეს ჩანთა. ექსპპერტიზის დასკვნაში პირდაპირაა მითითებული, რომ შესაძლოა იყოს გიორგი შაქარაშვილის ნათესავის და რა ტქმა უნდა, ამ კუთხითაც მიმდინარეობს საექსპერტო კვლევა. ყველა თავდამსხმელი პირის დნმ შედარებულია, მათ შორის ნიკა ჟვანიას დნმ-ც და მათი დნმ ჩანთაზე არ აღმოჩნდა“,- განაცხადა დავით ყაზარაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)