|
2020-08-30 15:22:32, 6044 ნახვა
სამართალი
ბაჩალიაშვილების აქცია პროკურატურასთან- ოჯახი ფოტოების გამოქვეყნებას ითხოვს
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები გენერალურ პროკურატურასთან აქციას მართავენ. ოჯახი პროკურატურის მიერ სატელიტით გადაღებული ფოტოების გამოქვეყნებასა და საქმეში არსებული თვითმკვლელობის მუხლის ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მუხლად გადაკვალიფიცირებას ითხოვს. ბაჩალიაშვილის ოჯახის განცხადებით, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა აქციები პერმანენტულ სახეს მიიღებს, დღეს გამართულ აქცია კი ისინი გამაფრთხილებელს უწოდებენ. "პირველ რიგში, დადონ სატელიტური სურათები, სადაც გამოჩნდება იდგა თუ არა მანქანა იქ, სადაც იდგა. მეორე, ამ სატელიტური სურათების საფუძველზე მოხდეს მუხლის გადაკვალიფიცირება მკვლელობის მუხლად და შემდგომ დასახელდეს ის მკვლელი, თუ მკვლელები, სავაურადოდ სამ მაღალჩინოსანზე როცაა საუბარი". – ამბობს თეონა თამაზაშვილი. "მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, ოჯახის გამოსვლები პოლიტიკურ სახეს მიიღებს და სექტემბრის შუა რიცხვებიდან აქციებს განაახლებენ.პოლიტიკურში რომ გადაიზრდება ეს ყველაფერი, ყველას ვეღარ გააჩერებენ. მე ჩემი შვილის საფლავზე დავიფიცე, რომ არ მოვასვენებ და სანამ იქნებიან, მუდმივად დისკომფორტი შეექმნებათ. აუცილებლად ვაპირებთ აქციების გაგრძელებას სექტემბრის შუა რიცხვებიდან. დრონის ჩანაწერების ნახვას რა აზრი აქვს, როდესაც მოვითხოვე და უნდა ჰქონოდათ მაშინ არ გამოაჩინეს. ის მანქანა იქ არ იდგა, დრონის ჩანაწერები შემდგომში თავიდან ჩაწერეს, - განმარტავს თამაზაშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)