|
2020-08-29 16:21:25, 4436 ნახვა
სამართალი
ცხინვალის დე ფაქტო პარლამენტის ინფორმაციით, გარდაცვლილი პატიმრის საქმესთან კავშირში მყოფი პირები დაკავებული არიან
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პარლამენტის სპიკერის, ალან თადტაევის განცხადებით, სამართალდამცავებმა ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში გარდაცვლილი პატიმრის საქმესთან კავშირში მყოფი პირები დააკავეს. მისივე თქმით, მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები და ყველა პირი პასუხისგებაში მიეცემა. „საქმეზე მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები. დანაშაულში მონაწილე ყველა თანამშრომელი დაკავებულია. ყვალა მათგანის დასჯის შესახებ გადაწყვეტილება ამ ღონისძიებების საფუძველზე იქნება მიღებული“, - განაცხადა ე.წ. სპიკერმა. ცნობისთვის, 30 წლის ინალ ჯაბიევი სამართალდამცველებმა დე-ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრ იგორ ნანიევზე თავდასხმის ბრალდებით 24 აგვისტოს დააკავეს. 28 აგვისტოს კი ჯაბიევი უგონო მდგომარეობაში, სხეულზე მრავლობითი დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ის გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა. მომხდარის გამო, მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა და მთავრობის გადადგომა მოითხოვა, რის შემდეგაც, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრემიერ-მინისტრმა თანამდებობა დატოვა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)