|
2020-08-29 10:36:33, 4409 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ განზრახ მკვლელობის, ცრუ ინფორმაციის მიწოდებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა
პროკურატურამ გ.ს.-ს განზრახ მკვლელობის ფაქტზე გ.ზ-ს, აგრეთვე განზრახ მკვლელობის შესახებ ცრუ ინფორმაციის მიწოდებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე დ.თ.-ს და ბ.ბ.-ს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, 2020 წლის 26 აგვისტოს, ქ. თბილისში, გ.ზ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მოკვლის განზრახვით, გ.ს.-ს დანით მიაყენა ჭრილობები გულმკერდის და თავის არეში, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ა. ალადაშვილის სახელობის კლინიკაში გადაყვანილი გ.ს. გაწეული სამედიცინო დახმარების მიუხედავად, მიყენებული დაზიანებებით გარდაიცვალა. გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ ზემოხსენებულ ფაქტს შეესწრნენ ბ.ბ. და დ.თ., რომლებმაც აღნიშნულის შესახებ არ შეატყობინეს სამართალდამცავ ორგანოებს. ამასთანავე, მოწმის სახით გამოკითხვისას, დ.თ.-მ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიაწოდა. სამართალდამცველებმა გ.ზ., ბ.ბ., და დ.თ. 2020 წლის 27 აგვისტოს დააკავეს. უწყებამ გ.ზ.-ს ბრალდება სსსკ-ის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა), დ.თ.-ს სსსკ-ის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ცრუ ინფორმაციის მიწოდება და დანაშაულის შეუტყობინებლობა), ხოლო ბ.ბ-ს სსსკ-ის 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარუდგინა. პროკურატურამ ბრალდებულების, გ.ზ.-ს, ბ.ბ.-ს და დ.თ.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)