22:15 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-27 10:59:12, 5379 ნახვა

მსოფლიო
ვარშავაში, პრაღაში, ბუდაპეშტში და ბრატისლავაში ბელარუსის ისტორიული დროშა აღიმართება

ვარშავაში, პრაღაში, ბუდაპეშტში და ბრატისლავაში ბელარუსის ისტორიული დროშა აღიმართება.

ამის შესახებ ვაშავის მერი, რაფალ ტრჟასკოვსკი Twitter-ზე ავრცელებს ინფორმაციას.

„ჩვენ, თავისუფალი ქალაქების პაქტი, სოლიდარობას ვუცხადებთ ბელარუსის მშვიდობიან მომიტინგეებს და მტკიცედ ვგმობთ მაღალჩინოსნების მიერ მიუღებელ ძალადობას.

ბელარუსის მომავალი უნდა იყოს ბელორუს ხალხთან, და არა ევროპის ბოლო დიქტატორ ალექსანდერ ლუკაშენკოსა და მათთან, ვინც მას ხელს უწყობს. ჩვენ დაჟინებით მოვუწოდებთ ევროკავშირს, გადახედოს ბელორუსის მიმართ მის პოლიტიკას და მიიღოს ზომები მათ წინააღმდეგ, ვინც ძალადობრივ დარბევაზეა პასუხისმგებელი. ჩვენმა ევროპულმა საზოგადოებამ მტკიცე პოზიცია უნდა დაიჭიროს დემოკრატიული ბელარუსისთვის ბრძოლაში.

ჩვენ სიამაყით აღვმართავთ ისტორიული ბელორუსის დროშას ჩვენს მერიებში ყველა სფეროს ჩვეულებრივი მოქალაქეების სოლიდარობის ნიშნად, რომლებიც ძალაუფლებასთან ბედავენ სიმართლის ლაპარაკს და თავისუფლებისთვის მსვლელობას მართავენ“,  – ვკითხულობთ სოციალურ ქსელში გავრცელებულ დოკუმენტში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics