|
2020-08-21 13:09:38, 1347 ნახვა
სამართალი
ზ.ხ.-მ და მისმა ადვოკატმა სასამართლო პროცესი დატოვეს, რის გამოც შაქარაშვილის საქმის განხილვა გადაიდო
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულმა არასრულწლოვანმა ზ.ხ.-მ და მისმა ადვოკატმა მცხეთის რაიონულ სასამართლოში მიმდინარე პროცესი დატოვეს, რის გამოც საქმის განხილვა გადაიდო. როგორც არასრულწლოვნის უფლებადამცველმა განაცხადა, სხდომის დატოვების მიზეზი მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის შეუძლოდ გახდომა გახდა. „სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა სასამართლოს განუცხადა, რომ ზ.ხ. თავს კარგად გრძნობს. არასრულწლოვანს წნევა გაუზომეს. ზ.ხ. ს ჰქონდა თავბრუსხვევა და ხელები და ფეხები დაბუჟებული. მან ვერ შეძლო პროცესზე მონაწილეობის მიღება, მისი სურვილია, რომ დასვას კითხვები იმ მოწმეებთან მიმართებით, რომლებიც იკითხებიან ამ არსებით სხდომებზე. პროკურატურამ მოითხოვა საქმის გაგრძელება მიუხედავად იმისა, რომ ზ.ხ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და თავს ცუდად გრძნობდა. ზ.ხ.-მ დატოვა სასამართლო სხდომის დარბაზი, ვინაიდან ისევ შეუძლოდ გახდა და მეც მთხოვა დამეტოვებინა სასამართლო პროცესი და არ მიმეღო ამ ფარსში მონაწილეობა. ახლა სასამართლო ალბათ იმსჯელებს რა გააკეთოს, გააგრძელოს თუ არა პროცესი ზ.ხ.-ს და მისი ადვოკატის გარეშე“, - განაცხადა გიორი გელხაურმა. მცხეთის რაიონულ სასამართლოში მორიგი სხდომა 26 აგვისტოს 14:00 საათზე გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)