21:46 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-14 13:14:27, 1090 ნახვა

მსოფლიო
ალექსანდ ლუკაშენკო - ცოცხალი ვარ და არც საზღვარგარეთ წავსულვარ

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ საშენებლო ინდუსტრიის საკითხებზე გამართულ სხდომაზე განაცხადა, რომ ის ცოცხალია და საზღვარგარეთ არ იმყოფება, - ინფორმაციას ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ ავრცეებს.

„დასაწყისისთვის, ცოცხალი ვარ და არც საზღვარგარეთ წავსულვარ, როგორც ამას ზოგიერთი „გათვითცნობიერებული წყარო“ ამტკიცებს“, – განაცხდა ლუკაშენკომ.

მანვე აღნიშნა, რომ ახლა, ბელარუსში ცდილობენ, რომ მუშათა კოლექტივის საპროტესტო აქციები ააგორონ.

„თუ ხალხს მუშაობა სურს, აგერ არის სამუშაო ადგილები. ძალით ვერ მივიყვანთ სამუშაოზე“, – განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა.

ამასთან, როგორც ლუკაშენკომ განაცხადა, თუ ქარხნები გაჩერდება, მაშინ ბელარუსში წარმოებულ პროდუქციას, კონკურენტები ჩაანაცვლებენ.

„თუ გავჩერდებით, წარმოებას ვერასდროს ამოვქოქავთ. ჩვენ ამ ჭაობისკენ გვიბიძგებენ. ხალხს ეს უნდა ავუხსნათ“, – განაცხდა ლუკაშენკომ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics