|
2020-08-12 17:18:46, 1088 ნახვა
სამართალი
ადვოკატი შაქარაშვილის საქმეზე - პროკურატურა ცდილობს პირი ამოგვიკეროს
„დღეს პროკურატურა ცდილობს, რომ ადვოკატებს პირი ამოგვიკეროს და მათივე დაშვებულ შეცდომებზე ხელი მოგვაწერინონ“, - ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული მორაგბეების ადვოკატმა, ალექსანდრე კობაიძემ განაცხადა. მან აღნიშნა, რომ პროკურატურას არ გააჩნია ახალი გარემოებები და არც ახალი მასალები არ აქვთ. „დღეს პროკურატურა ცდილობს, რომ ადვოკატებს პირი ამოგვიკეროს. რა თქმა უნდა, ამას არ შევეგუებით, ვაპირებთ, რომ ვიბრძოლოთ. მე ადრეც აღვნიშნე, რომ პროკურატურამ ომი გამოგვიცხადა. ახლა კი ცდილობს უსამართლო ომში უსამართლოდაც მოიქცეს. ახალი მასალები არ აქვთ. არანაირი ახალი გარემოებები არ არსებობს და უნდათ მიგვიყვანონ მონურად და ხელი მოგვაწერინონ მათივე დაშვებულ შეცდომებზე. ამას ვერ მივართმევთ“, - განაცხადა ალექსანდრე კობაიძე. ცნობისთვის, პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულების ადვოკატებს საქმის მასალები გადასცა და ისინი შაქარაშვილის საქმის მასალებისა და მონაცემების გამჟღავნების დაუშვებლობაზე გააფრთხილა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)