|
2020-08-12 12:35:38, 1050 ნახვა
სამართალი
ადვოკატი - აბსურდია, რომ „ტოიოტა ქემრის“ მგზავრები მცხეთაში შაქარაშვილზე შურისძიებისა და ცემის მიზნით ჩავიდნენ
შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატის, გიორგი გელხაურის განცხადებით, პროკურატურის ვერსია, რომ „ტოიოტა ქემრის“ მგზავრები იმიტომ ჩავიდნენ მცხეთაში, რომ შურისძიების მოტივით უნდოდათ შაქარაშვილის ნახვა და ცემა, აბსურდია. მისი თქმით, გარდაცვლილი ფეხბურთელი კონფლიქტში მონაწილე მხარე არ ყოფილა, ამიტომ შაქარაშვილზე შურისძიების გამო მცხეთაში „ტოიოტა ქემრის“ მგზავრები არ ჩავიდოდნენ. „ველოდებით საქმის მასალების ჩაბარებას. თუ არიან ახალი მოწმეები გამოკითხული ვნახავთ ამ მოწმეებსაც, ერთადერთი ის რომ პროკურატურა საუბრობს იმაზე, რომ „ტოიოტა ქემრის“ მგზავრები ჩავიდნენ იმიტომ რომ შაქარაშვილის ნახვა შურისძიების მოტივით უნდოდათ მისი ნახვა და ცემა, აბსურდია. შაქარაშვილს კონფლიქტში მონაწილეობა არ მიუღია, მას არ უჩხუბია ის კონფლიქტის მხარე არ ყოფილა“, - განაცხადა გელხაურმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)