21:32 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-11 21:05:59, 1168 ნახვა

მსოფლიო
სვეტლანა ტიხანოვსკაიას ლიეტუვაში ჩასვლასსთან დაკავშირებით ლიეტუვა ოფიციალურ განცხადებას აკეთებს

ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ტიხანოვსკაიას დიდი არჩევანი არ ჰქონდა და მას შვილებთან ერთად ლიეტუვაში 1 წლის განმავლობაში შეეძლება ყოფნა.

დიპლომატის თქმით, ტიხანოვსკაია თავს უსაფრთხოდ გრძნობს.

„მთელი ღამის განმავლობაში გარკვეული დაძაბულობა იყო და ამიტომაც ვხვდები, რომ მას ფართო არჩევანი არც ჰქონია, გარდა იმისა, რომ ქვეყანა დაეტოვებინა. მას ლიეტუვას ვიზა ჰქონდა, მიიღო ეს გადაწყვეტილება და ხელისუფლებას ამისთვის ხელი არ შეუშლია. ახლა ის ლიეტუვაშია და თავს უსაფრთხოდ გრძნობს“ , -  განაცხადა ლინას ლინკევიჩუსიმ.

სვეტლანა ტიხანოვსკაიას შტაბი პრეზიდენტს ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარებისთვის დიალოგის დაწყებისკენ მოუწოდებს. მათი ლიდერი კი კვლავ ლიეტუვაში რჩება.

ბელარუსში ახლა სიმშვიდეა, თუმცა  ორი დღეა საპროტესტო აქციები მძიმე შეტაკებებით მთავრდება, ამას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაიჭრა 100-მდე პირი და 3000-მდე მოქალაქე საპატიმროში იმყოფება.

აქციის მონაწილეები ქვეყანაში ცვლილებებს ითხოვენ, პრეზიდენტი ლუკაშენკო კი, რომელიც ქვეყანას 26 წელია მართავს სამართალდარღვევებისთვის საპასუხო ნაბიჯებს აანონსებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics