21:32 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-10 02:17:17, 2165 ნახვა

მსოფლიო
მინსკიში მომიტინგეები დაშავდნენ - ხელისუფლება ძალას იყენებს - ვიდეო

გაყალბების წინააღმდეგ ბელარუსის მსხვილ ქალაქებში საპროტესტო აქციები დაიწყო. ქალაქების მთავარ მოედნებზე გამოჩნდნენ სამართალდამცავებიც, მათ გადაკეტეს მისასვლელი გზები. რამდენიმე ადგილას დაპირსიპირება პოლიციასთან შეტაკაბაშიც გადაიზარდა. 

უსაფრთხოების ძალები საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ქუჩაში გასული დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლსა და ხმოვან ყუმბარებს იყენებს. ადგილობრივი მედია და უფლებადამცველები მომიტინგეების მასობრივი დაკავებების შესახებ იტყობინებიან. ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ.

საპროტესტო აქციის მონაწილეები მინსკის ცენტრში ბარიკადების აგებას ცდილობენ. ადგილზე მობილიზებულია შინაგანი ჯარის დანაყოფები.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ არ მუშაობს ბელაურული ტელევიზიების ვებგვერდები, ინტერნეტის მუშაობის შეფერხების შესახებ ინფორმაცია მთელი დღის განმავლობაში ვრცელდებოდა.

ეგზიტპოლის მონაცემებით, ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებზე ალექსანდრ ლუკაშენკოს ამომრჩეველთა 79,7%-მა მისცა ხმა. მის მეტოქეს სვეტლანად ტიხანოვსკაიას კი – 6,8%-მა.

ეგზიტპოლი ტელერადიოკომპანია „მირის“ დაკვეთით სოციოლოგიური კვლევების ახალგაზრდულმა ლაბორატორიამ ჩაატარა.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics