14:46 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-08 17:45:01, 534 ნახვა

საზოგადოება
დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე დევნილ ახალგაზრდებს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთამინისტრის მოადგილე გოგი ფაცაცია მანგლისში, ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს შეხვდა.

სამინისტროს ინფორმაციით, ცხოვრების ჯანსაღი წესისა და ლიდერობის პროექტი დევნილი ახალგაზრდებისათვის საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელისა და მშვიდობის კორპუსის ორგანიზებით ხორციელდება. პროექტს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო აფინანსებს.

პროექტის მიზანია, დევნილ ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია. ბანაკის მონაწილეების შერჩევა კოდას, შაუმიანის, ლელიანის, ჯვრისა და სენაკის დევნილთა ჩასახლებებში, სპეციალური აპლიკაციების საშუალებით, სათემო განათლების ცენტრებმა განახორციელეს.
16-25 წლის ახალგაზრდებმა მანგლისში არსებულ ბანაკში ერთი კვირა გაატარეს, რის შემდეგაც მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას საკუთარ თანატოლებს გაუზიარებენ.

დღევანდელი შეხვედრის მიზანს ახალგაზრდების საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო უწყებების, სპორტული ფედერაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის გაცნობა და დევნილთა ჩასახლებებში მცხოვრები ახალგაზრდების პრობლემების შესახებ ინფორმაციის გაცვლა წარმოადგენდა. შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ გოგი ფაცაციამ დევნილი ახალგაზრდების შეკითხვებსაც უპასუხა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
კობახიძის მტკიცებით, შეკრების გამართვა საქართველოში ყველას შეუძლია და ამ შემთხვევაში საუბარი იყო კონკრეტული აპარატურის განთავსებაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics