|
2020-08-07 21:25:50, 1918 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ ლ.ს.-ს განზრახ მკვლელობის მცდელობის შეუტყობინებლობის ფაქტზე დ.მ.-ს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ლ.ს.-ს განზრახ მკვლელობის მცდელობის შეუტყობინებლობის ფაქტზე დ.მ.-ს ბრალდება წარუდგინა. 2020 წლის 28 ივლისს, ქ.თბილისში, წყნეთის გზატკეცილის მიმდებარე ტერიტორიაზე, ი.ღ.-მ განზრახ მოკვლის მიზნით მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა ლ.ს.-ს მიმართულებით, რომელიც საკუთარი ავტომანქანით გადაადგილდებოდა. პროკურატურის მტკიცებით აღნიშნული ქმედების განხორციელებისას ი.ღ.-სთან ერთად იმყოფებოდა დ.მ., რომელმაც დაინახა მომხდარი ფაქტი და არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს. ინფორმაცია „ექსპრესნიუსს“ გენერალურმა პროკურატურამ მიაწოდა. სამართალდამცველებმა დ.მ. 2020 წლის 06 აგვისტოს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარედგინა, რას სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)