02:28 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-03 13:25:22, 3086 ნახვა

კომენტარი
არჩილ თალაკვაძე - ვანო მერაბიშვილმა ჩაიხედა ძველი ოპოზციის შიდა სამზარეულოში და ნახა ის უპრინციპობა, რაც ხდება

ვანო მერაბიშვილმა ჩაიხედა ძველი ოპოზციის შიდა სამზარეულოში და ნახა ის უპრინციპობა, რაც ხდება, - ასე გამოეხმაურა მერაბიშივლის განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე.

მისი თქმით, მერაბიშვილმა ახლა აღმოაჩინა ის, რაც საზოგადოებისთვის დიდი ხანია ნათელია.

„როგორც ჩანს ვანო მერაბიშვილმა ახლა აღმოაჩინა ის, რაც საზოგადოებისთვის დიდი ხანია ნათელია. საზოგადოება ხედავს თუ როგორ ფიქრობს და მოქმედებს ოპოზიცია და განსაკუთრებით გამოვყოფდი ძველ ოპოზიციას რომელიც არის დესტრუქციული და მას არ გააჩნია პოზიტიური დღის წესრიგი. ვანო მერაბიშვილმა ეს ახლა აღმოაჩინა, როგორც ჩანს, ჩაიხედა ძველი ოპოზციის შიდა სამზარეულოში და ნახა ის უპრინციპობა რაც ხდება“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, დღეს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ „ოპოზიციიდან უფრო ხშირად ისმის პოლიტიკური ვაჭრობა, მანდატებისა და სკამების გადანაწილებაზე საუბარი, ვიდრე საზოგადოებისთვის ალტერნატივის შეთავაზებაზე.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics