|
2015-09-07 16:41:55, 370 ნახვა
პოლიტიკა
ხიდაშელი: 10 წლის შემდეგ საქართველოში რა დარჩება ?
თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის შეფასებით, თუ საქართველოში რუსული აგრესია გაგრძელდება და ნატოს წევრი არ გახდება, 10 წლის შემდეგ, ქვეყანას ალიანსში გასაწევრიანებლად ბრძოლის უნარი შესაძლოა აღარ ჰქონდეს. ამის შესახებ ხიდაშელმა „თბილისი რუმსში“ მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა. „როდესაც ნატოზე ვსაუბრობთ, მე ნამვდილად ვერ გავხდები უფრო მოკრძალებული. ჩვენ ვსაუბრობთ სახელმწიფოს გადარჩენაზე რომელიც პატარავდება. კაცმა არ იცის, 2, 5 ან 10 წლის მერე საქართველოში რა დარჩება თუ ასე გაგრძელდა ყველაფერი. შეიძლება რასაც ვამბობ ძალიან დრამატულად ჟღერს ყველაფერი, მაგრამ ეს ასეა, ამ თემაზე ვერ ვიხუმრებ. ის აგრესია, რომელსაც ჩრდილოელი მეზობელი ავლენს ჩვენს მიმართ, ამაზე უნდა ვთქვათ, რომ ეს არის ჩვენი არსებობა არ არსებობის საკითხი. ეს არის ეგზისტენციალური, ეს მოხდება ახალ დეკემბერში თუ შემდეგ სამიტზე ან მინისტერიალზე, თითოეული შემდგომი 6 თვე უზარმაზარი მნიშვნელობისაა საქართველოსთვის. 2, 4 ან 10 წელიწადში თუ საქართველო კიდევ იქნება, მას გამოცდილი ექნება ძალიან ბევრი ომი. შეიძლება გადავრჩეთ, ვარსებობდეთ, მაგრამ როგორ ვიქნებით ? მართლა ვიქნებით ისევ ის ქევყანა რომელიც ევროპაზე იზრუნებს და იმუშავებს, თუ არა. რუსეთს აქვს თავისი განაცხადები, მოთხოვნები, არის მისი ზეგავლენა - ეს არის უსაფრთხოების თემასთან დაკავშირებული რეალობა“, - აღნიშნა ხიდაშელმა.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)