|
2015-09-07 16:09:03, 441 ნახვა
პოლიტიკა
ხიდაშელი: რატომ ვერ ვართ ნატოს შესაფერისი? ეს გარკვეული ცინიზმია
„მიმაჩნია, რომ გვაკლია ძლიერი ხმა ნატოდან და ევროკავშირიდან“, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა "თბილისი რუმსში" მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, ვარშავის სამიტზე საუბარი უნდა იყოს ნატოს გაფართოებაზე, რაც რუსეთის გამოწვევებზე სწორი პასუხი იქნებოდა. მინისტრის შეფასებით, რაც უფრო ძლიერია ნატო, მით უფრო ძლიერდება მისი რეაგირება. „დღევანდელ სამყაროში არ გვაქვს პოზიტიური დღის წესრიგი, თუ როგორ ხედავს ნატო თავის თავს მომავალში, 15 წლის პერსპექტივაში, ან როგორ ხედავს ნატო სამყაროს, რას აკეთებს იმისთვის, რომ ეს სამოქმედო გეგმები შეიმუშაოს და რეაგირება მოახდინოს გამოწვევებზე როგორც რუსეთთან, ასევე სხვადასხვა პრობლემებთან დაკავშირებით. მთავარი, რაც ჩვენ გვაკლია, არის გზამკვლევი, ამიტომ დღეს ძალიან დიდი ყურადღება ექცევა წევრი ქვეყნების უსაფრთხოებას და ვარშავის სამიტიც არის ზუსტად წევრი ქვეყნების შესახებ. ჩვენ მიგვაჩნია, თუ საქართველოში ნატომ კრახი განიცადა, ძალიან ბევრი მიმართულებით განიცდის კრახს. თუ ნატო რუსეთის მიმართ სისუსტეს გამოიჩენს, ძალიან ბევრი მიმართულებით გაუხსნის რუსეთს გზას და ხელფეხს. ლავროვი, პუტინი ყოველთვის ელოდებიან შანსს და მას ხელიდან არ გაუშვებენ“, - განაცხადა ხიდაშელმა. მინისტრის თქმით, საუბარია იმაზე, რომ მონტენეგრო უფრო იმსახურებს ნატო-ს წევრობას. თუმცა მისივე განცხადებით, მონტენეგროს ნატოში გაწევრიანებას მოსახლეობის 1/3 უჭერს მხარს, საქართველოს გაწევრიანებას კი, 2/3. შესაბამისად, მინისტრის შეფასებით, საქართველო მაღალი ალბათობით ნატოს კანდიდატი რომ არ არის, ეს გარკვეული ცინიზმია. „რენდიმ თქვა, დღეს თუ რომელიმე ქვეყანა წევრობას, ეს არის მონტენეგრო. მე მონტენეგროს ვემხრობი და მხარს ვუჭერ, მაგრამ რა არის მნიშვნელოვანი და რატომ მონტენეგრო, სადაც მოსახლეობის 1/3-ზე ნაკლები უჭერს მხარს ნატოში გაწევრიანებს, როდესაც საქართველოს ნატოში ინტეგრაციას 2/3-ზე მეტი მხარდაჭერი ჰყავს. როცა არის ძალიან დიდი ვალდებულებები აღებული, რატომ ვერ ვართ შესაფერისი და არ ვართ მაღალი ალბათობით კანდიდატი? - არის გარკვეული ცინიზმი ამ ყველაფერთან, მაგრამ ეს არის გამოწვევა, რომელსაც ჩვენ ვიღებთ. ჩემთვის მთავარი მამოძრავებელია ყველა კედელი დავანგრიოთ, ყველა ომი გავიაროთ, ვიბრძოლოთ და ყველა დავარწმუნოთ, რომ თუ რაიმე უნდა ხდებოდეს ვარშავაში, ეს უნდა იყოს ნატოს გაფართოება და ეს იქნება ერთადერთი სწორი პასუხი იმ გამოწვევებისა, რომელსაც რუსეთი აგზავნის მთელი ევროპის და ვარშავის წინააღმდეგ“, - აღნიშნა ხიდაშელმა.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)