|
2020-07-31 20:19:50, 3743 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ ძალადობისა და მუქარის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ძალადობისა და მუქარის ფაქტზე ბ.ხ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „გ" ქვეპუნქტითა და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა. „ექსპრესსნიუს“ ინფორმაცია გენერალურმა პროკურატურამ მიაწოდა. შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 27 ივლისს, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა ბ.ხ-მ ქ.თბილისში, მუხიანში, ბ.კ.-ს კუთვნილ სასურსათო მარკეტში ბ.კ.-ს მეუღლეს თ.ბ.-ს ალკოჰოლური სასმელი ნისიად მოსთხოვა. უარის მიღების შემდეგ კი, ბ.ხ.-მ მარკეტის მეპატრონეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და მაღაზია დატოვა, რის შემდეგაც იგი თანმხლებ პირებთან ერთად აღნიშნულ მარკეტში ორჯერ მიბრუნდა, ცოლ-ქმარს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მიაყენა და მაღაზიის განადგურებით და გადაწვით დაემუქრა. ბ.ხ. არის ნასამართლევი ქურდობის 6 ეპიზოდისთვის და ამჟამად იმყოფება პირობითი მსჯავრის ქვეშ. სამართალდამცველებმა ბ.ხ. 2020 წლის 30 ივლისს მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)