|
2020-07-31 14:49:53, 4664 ნახვა
რეგიონი
„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში სოფელ ხატისოფელში ახალი სამაცივრო მეურნეობა ამოქმედდა
სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ილია თამარაშვილმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კახა კობერიძემ და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, სოფელ ხატისოფელში ახალი სამაცივრო მეურნეობა მოინახულეს და საწარმოო პროცესს გაეცნენ. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „გიო“-ს ახალი სამაცივრო მეურნეობა სახელმწიფო ფინანსური მხარდაჭერით „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში ამოქმედდა. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ საწარმოში ჯამურად 1 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 510,000 ლარი გრანტია, ხოლო 500,000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი. სამაცივრე მეურნეობაში 800 ტონამდე ბოსტნეულის შენახვაა შესაძლებელი. კოოპერატივი პროდუქციის რეალიზაციას ადგილობრივ ბაზარზე გეგმავს. 2013 წლიდან დღემდე, სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, ქვემო ქართლის რეგიონში 27 ახალი საწარმო დაფინანსდა. „დღეს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „გიო“-ს ახალი სამაცივრო მეურნეობის საწარმოო პროცესს გავეცანით. მეურნეობა სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში ამოქმედდა. საწარმოში 1 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა. მსგავსი კოოპერატივები ჩვენს რეგიონში სოფლის მეურნეობის განვითარებას ხელს უდაოდ უწყობს. ფერემერების წახალისებისთვის სახელმწიფოს არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი აქვს შემუშავებული. ჩვენც, ადგილობრივი ხელისუფლება, ვცდილობთ მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო დარგი კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ, ამ მხრივ საერთაშორისო ორგანიზაციებთანაც აქტიურად ვთანამშრომლობთ. მოხარული ვარ, რომ ბოლნისს კიდევ ერთი, თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი, სამაცივრო მეურნეობა შეემატა“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
კობახიძის მტკიცებით, შეკრების გამართვა საქართველოში ყველას შეუძლია და ამ შემთხვევაში საუბარი იყო კონკრეტული აპარატურის განთავსებაზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)