|
2020-07-30 11:11:04, 17691 ნახვა
ომი უკრაინაში
კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევიდან 3 იმპორტირებულია, ხოლო ორის ინფიცირების წყარო უცნობია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევიდან 3 იმპორტირებულია, ხოლო ორის ინფიცირების წყარო უცნობია. მისივე თქმით, იმპორტირებული შემთხვევებიდან 2 სატვირთო ავტომანქანის მძღოლია. „დღევანდელი მონაცემებით, კოვიდ ცენტრებში მკურნალობს 246 დადასტურებული პაციენტი. ამ 5 ახალი პაციენტიდან 3 გახლავთ შემოტანილი შემთხვევა, აქედან 2 არის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, ხოლო ორ დადასტურებულ შემთხვევაზე გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა კონტაქტების მოძიების და წყაროს დადგენის თვალსაზრისით. ჩვენს ცენტრში გვყავდა გუშინ 41 დადასტურებული შემთხვევა და დაგვემატა 1 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ეს გახლავთ შემოტანილი შემთხვევა და არის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი. გამოჯანმრთელებული არ გვყოლია. ამ ეტაპზე გვყავს 42 დადასტურებული შემთხვევა. აქედან ძირითადი ნაწილი საშუალო სიმძიმისაა და საშუალოზე მსუბუქი. მძიმე ავადმყოფები დღესდღეობით არ გვყავს.“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
გავრცელებული ცნობით, რუსეთმა კიევის რეგიონზე „ორეშნიკი“ გამოიყენა
რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასიური იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)