|
2015-09-07 11:39:06, 740 ნახვა
ეკონომიკა
ქადაგიძე: ეროვნული ბანკი მზადაა, საჭიროების შემთხვევაში უფრო აგრესიული მონეტარული პოლიტიკა განახორციელოს
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის განცხადებით, ლარის კურსთან მიმართებაში ფუნდამენტური ფაქტორები აღმოფხვრილია. მისივე თქმით, ეროვნული ბანკი მზადაა, საჭიროების შემთხვევაში უფრო აგრესიული მონეტარული პოლიტიკა განახორციელოს. თუმცა, როგორც ქადაგიძემ აღნიშნა, იმისათვის, რომ ეროვნული ბანკის ინსტრუმენტების მიმართ ნდობა არსებობდეს, მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ და განსაკუთრებით ეკონომიკური ბლოკის მინისტრებმა რეფინანსირების ინსტრუმენტთან და მთლიანად მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ. „კანონთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის პოზიცია ცხადია და აღარ გავიმეორებ. დღეს გვაქვს შემდეგი ვითარება: ის მილიარდი დოლარი რომელიც დააკლდა ჩვენს ეკონომიკას ბოლო წლის განმავლობაში, ამ მილიარდი დოლარის შემოდინების დანაკლისმა გამოიწვია კურსის გაუფასურება. შესაბამისად, გაუფასურებულმა კურსმა შეამცირა იმპორტი იგივე ოდენობით და დღეს შეგვიძლია ვთქვათ, შემოდინების ნაწილი უკვე ასახულია იმპორტის შემცირებაში, შესაბამისად, ამ მიმართულებით კურსზე ზეწოლას აღარ ველოდებით. ამას აქვს სხვა უარყოფითი ფაქტორები, თუმცა კურსთან მიმართებაში ფუნდამენტური ფაქტორები აღმოფხვრილია. ჩვენ მზად ვართ უფრო აგრესიული მონეტარული პოლიტიკის გასატარებლად სხვადასხვა მიმართულებით თუ ამის საჭიროება დადგება, თუმცა იმისათვის, რომ ბაზრის მონაწილეებს ჩვენი ინსტრუმენტების მიმართ ნდობა ჰქონდეთ, მნიშვნელოვანია მთავრობამ, განსაკუთრებით ეკონომიკური ბლოკის მინისტრებმა დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია რეფინანსირების ინსტრუმენტსა და მთლიანად მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებით. დროა წერტილი დაესვას ამ საკითხს. როგორც კი ამ საკითხს წერილს დავუსვამთ, უფრო პროაქტიური ქმედებების განხორციელება შეგვეძლება“, - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)