|
2015-09-07 11:11:06, 398 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კანდელაკი: პრემიერი კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილ დისკუსიას გაექცა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიორგი კანდელაკის განცხადებით, პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 2015 წლის თბილისის საერთაშორისო კონფერენციის „ევროპის ახალი გეოპოლიტიკური ლანდშაფტი: უსაფრთხოება, ეკონომიკური შესაძლებლობები, თავისუფლება და ადამიანური ღირსება ფრონტისპირა ქვეყნებში“ ფარგლებში დაგეგმილ დისკუსიას გაექცა. მისივე თქმით, დისკუსია დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო და დამსწრე საზოგადოებას აინტერესებდა, თუ რატომ იქცევა საქართველოს მთავრობა ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ. „სამწუხაროა, რომ პრემიერ–მინისტრი დისკუსიას გაექცა. დისკუსია იყო დღის წესრიგით გათვალისწინებული, მაგრამ პრემიერმა გადაწყვეტილება მიიღო, რომ მასში მონაწილეობა არ მიეღო, რადგან დამსწრე საზოგადოებას ნამდვილად აინტერესებდა ევროპის უსაფრთხოების კონტექსტში ყველაზე მნიშვნელოვანი, აქტუალური– უკრაინის კონტექსტში რატომ იქცევა საქართველოს მთავრობა საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ. რატომ, არა თუ არ უერთდება, წინააღმდეგ გამოდის იმ სანქციებისა, რომელიც დაწესებული აქვს ცივილიზებულ სამყაროს, რომელიც ამავე დროს, წარმოადგენს ჩვენი პრობლემების აქტუალიზაციის შესაძლებლობას და რატომ იქცევა საქართველოს მთავრობა ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხის კონტექსტში ისე, როგორც რუსეთის სატელიტი“, – აღნიშნა კანდელაკმა.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)