|
2020-07-29 12:31:21, 3881 ნახვა
სამართალი
ადვოკატი - როგორც კი განვაცხადე, რომ FBI-ის ჩართვას ვაპირებდი, გამოძიებამ მაშინ მიაგნო ბაჩალიაშვილის კომპიუტერის კოდს
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ გამოძიებამ მხოლოდ მაშინ მიაგნო ბაჩალიაშვილი კომპიუტერის გასახსნელ კოდს, როდესაც მან განაცხადა, რომ საქმეში ფედერალურ ბიუროს ჩართავდა. რამიშვილის განცხადებით, მისი მოთხოვნის მიუხედავად, გარდაცვლილის კომპიუტერი მაინც გახსნილი დაახვედრეს. „მე როდესაც ჩავერთე ეს იყო 22 ივლისი, ორდერი წარვადგინე და გამომძიებელთან მქონდა საუბარი და ვუთხარი, რომ კომპიუტერი ჩემ გარეშე არ გახსნილიყო და როდესაც მოქმედებები დაიწყებოდა და კოდის ძიება, ეს ყოველივე მომხდარიყო ჩემი თანდასწრებით. მათი თქმით, შეუძლებელი იყო, ყველაფრს აკეთებდნენ და კოდის ვერ ადგენენ. განცხადება იყო შემდეგი, რომ მე ვცდილობდი მომეძებნა და კავშირზე გავსულიყავი აშშ ფედერალურ ბიუროსთან, ამის განცხადება იყო და დამიკავშირდნენ, რომ ჩვენ შევძელით, კოდს მივაგენით და შეგვიძლია გავხსნათო. როცა მივედი კომპიუტერი ამოღებული იყო და გახსნილ მდგომარეობაში დამახვედრეს“, - განაცხადა რამიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)