|
2015-01-28 11:51:27, 948 ნახვა
პოლიტიკა
თინა ხიდაშელი: დროა რუსეთი შევაჩეროთ
ევროსაბჭოს სესიაზე დეპუტატმა თინა ხიდაშელმა სიტყვით გამოსვლისას რუსეთის საოკუპაციო ძალების ქმედებები დაგმო. მან ყურადღება რუსეთ–აფხაზეთს შორის გაფორმებულ „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის“ შესახებ ე.წ. ხელშეკრულებაზე გაამახვილა ყურადღება და შეშფოთება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი მსგავსი ტიპის ხელშეკრულების გაფორმებას ცხინვალის რეგიონთანაც გეგმავს. „ევროპამ და დემოკრატიულმა სამყარომ ყველა ღონე უნდა იხმაროს იმისთვის, რომ რუსეთის აგრესია და სუვერენული ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია შეაჩეროს. რუსეთი უფრო და უფრო მეტი ტერიტორიების ანექსიას ახდენს. რამდენიმე წლის წინ მათ აგრესია განახორციელეს ჩემი ქვეყნის წინააღმდეგაც და მოახდინეს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია. ამას აკეთებს ევროსაბჭოს წევრი ერთი ქვეყანა , მეორე წევრი ქვეყნის წინააღმდეგ, რაც დაუშვებელია“, – აღნიშნა ხიდაშელმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)