|
2020-07-27 17:38:42, 3131 ნახვა
ეკონომიკა
დღგ-ის რეფორმაზე საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა, დღგ-ის ახალი რეფორმის შესახებ, სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლებთან სამუშაო ფორმატში შეხვედრა გამართეს. ევროკავშირის დღგ-ის დირექტივასთან დაახლოების მიზნით, ცვლილებები საგადასახადო კანონმდებლობაში მთავრობისა და ბიზნეს სექტორის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად შევიდა. საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებული დღგ-ის რეფორმა გააუმჯობესებს საინვესტიციო გარემოს, ხელს შეუწყობს თანამშრომლობას საქართველოსა და ევროკავშირში მოღვაწე მეწარმეებს შორის, გაამარტივებს საგადასახადო ვალდებულებების შესრულებას, ასევე, შეამცირებს სადავო შემთხვევებს. დღგ-ის რეფორმასთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ მამუკა ბარათაშვილმა დღგ-ის ახალი რეფორმის შესახებ მომზადებული პრეზენტაცია წარადგინა და კომპანიის წარმომადგენლების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა. შეხვედრას, ასევე, დაესწრო საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ლევან ბაინდურაშვილი. საგადასახადო კოდექსში მომზადებული ცვლილებების საჯარო განხილვების შემდეგ, დოკუმენტი საქართველოს პარლამენტმა მიმდინარე წლის 14 ივლისს დაამტკიცა. ვრცელი ინფორმაცია აღნიშნული ცვლილებების შესახებ, განთავსებულია შემდეგ ბმულზე: https://matsne.gov.ge/ka/document/view/4911996?publication=0
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)