|
2020-07-27 10:58:46, 2468 ნახვა
სამართალი
გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორი - 11-ვე ბრალდებულის მიმართ ვითხოვთ პატიმრობის ძალაში დატოვებას
გიორგი შაქარაშვილი საქმის პროკურორის დავით ყაზარაშვილის განცხადებით, მოთხოვნაა, რომ 11-ვე ბრალდებული პატიმრობაში დარჩეს. როგორც პროკურორმა ჟურალისტებთან საუბრისას განაცხადა, არსებობს უამრავი არგუმენტი, რომ 11 დაკავებული პირი კვლავ პატიმრობაში დარჩეს. „ჩვენი პოზიცია იგივეა, 11-ვე ბრალდებულის მიმართ ვითხოვთ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ძალაში დატოვებას. ამ პირების მიმართ, არსებობს უამრავი არგუმენტი, რათა იყვნენ პატიმრობაში. რა თქმა უნდა, ის რომ საქმე რეზონანსულია, ვერ იქნება ვერც ბრალდების მხარის სასამართლოს მხრიდან გაზიარებული, რომელიმე ბრალდებული დარჩეს პატიმრობაში, არგუმენტები არის ის, რომ არსებობს მიმალვის საფრთხეები, ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეები და მტკიცებულებების განადგურების რეალური საფთხე, იქიდან გამომდინარე, რომ არც ერთი არ თანამშრობლობს გამოძიებასთან და მათ მიერ წინასწარ მიცემული ინფორმაცია არ შეესაბამება საქმეში არსებულ მასალებს“, - განაცხადა დავით ყაზარაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)